Blog Series

English version

იმ დროს, როცა მეორე „კოვიდური“ ზამთარი გვიახლოვდება, დროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ კლასის მიღმა განათლებაზე. რა დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია მას? არის თუ არა გარე სივრცეში განათლება უფრო უსაფრთხო, ვიდრე საკლასო ოთახში ან სამუშაო გარემოში? შეგვიძლია მოვახდინოთ გარე სივრცეში განათლების და მობილური განათლების შერწყმა? გარე სივრცეში განათლების ინსტიტუტი (Institute for Outdoor Learning) მიზნად ისახავს წარმოაჩინოს კვლევის მიგნებები და გარე სივრცეში განათლების პრაქტიკები და გვაჩვენოს მათი სარგებელი კერძო პირებისა თუ საზოგადოებისთვის. ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ჩარჩო-კლასიფიკაცია გვახსენებს, რომ გარე სივრცეში განათლება მოიცავს მრავალ აქტივობას, ტრადიციულსა და ექსპერიმენტულს, ასევე მას შეუძლია ხელი შეუწყოს მთელი რიგი საგანმანათლებლო ამოცანების გადაწყვეტას - როგორიცაა სოციალური, პროფესიული განათლების, გარემოსდაცვითი თუ აკადემიური.

სქემატური ჩარჩოს წყარო: Institute for Outdoor Learning

აშშ ეროვნული პარკების სამსახური ახორციელებს ოფიციალურ პროგრამას  სწავლება ისტორიულიადგილების მეშვეობით (Teaching with Historic Places), რომელიც გვთავაზობს სწავლების ინსტრუმენტებს და გაკვეთილის გეგმებს, რუკებს, კვლევებს და სწავლების შესაძლებლობებს, რომ დაეხმაროს მასწავლებელსდააინტერესოს ახალგაზრდები ძლიერი ისტორიებით, რომლებიც ამერიკის მრავალფეროვან ისტორიას წარმოადგენენ. აქტივობები დაკავშირებულია არა მარტო ისტორიის სწავლებასთან, არამედ ასევე გეოგრაფიასთან, სამოქალაქო განათლებასთან, სოციალურ მეცნიერებებთან და სხვა საგნებთან.

რუკის წყარო: Teaching with Historic Places

ანალოგიურად, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლება ლანდშაფტებით (Learning through Landscapes) წარმოაჩენს იდეებს გარე სივრცეში გაკვეთილის ჩასატარებლად ბევრ საგანში, რაც მოიცავს მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებს, წიგნიერებას დ უცხო ენებს, ასევე სოციალურ მეცნიერებებს.

ბოლო პერიოდამდე ფინური სკოლები ატარებდნენ ისტორიის გაკვეთილებს ისტორიულ ადგილებში სხვა ქვეყნებშიც კი, მაგ.: დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მეშვეობით მიემგზავრებოდნენ გაკვეთილის ჩასატარებლად ათენის აკროპოლისში! სამწუხაროდ, პანდემიის შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადეს ასეთი ტიპის მოგზაურობა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ათენის აკროპოლისის გაკვეთილის გეგმა, რომელიც მასწავლებლის მიერ შემუშავდა მასწავლებლებისთვის Google Earth პროგრამაში. სერბეთში, ტურიზმის მასწავლებელთა ჯგუფი, ამჟამად ემზადება დაავალოს სტუდენტებს შექმნან მათი საკუთარი ვირტუალური ტური პროფესიული უნარების განსავითარებლად.

მაშ რატომ არის გარე სივრცეში სწავლება ასე მნიშვნელოვანი? კვლევები აჩვენებენ, რომ ბუნებაში სწავლებას შეუძლია ხელი შეუწყოს სწავლებას ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესებით, როგორიცაა მოსწავლეთა ყურადღებიანობა, სტრესის დონე, თვითდისციპლინა, ინტერესი და სწავლით მიღებული სიამოვნება, ასევე ფიზიკური აქტივობა და  ამტანობა.

ასევე არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კლასის გარეთ მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ უშუალოდ საკუთარი გამოცდილებიდან და მოქმედებიდან. მართლაც, საკლასო ოთახები თითქოს ისეა დაგეგმილი, რომ „დააფოკუსოს“ მოსწავლეთა გამოცდილება იმაზე, თუ რას ამბობს და წერს მასწავლებელი და ზღუდავს მოსწავლეთა ქმედებებს მოსმენითა და წერით. ლიუდმილაროჟდესტვენსკაიას არგუმენტაციით: თუ მოსწავლეების ითავსებენ გარე სივრცეში და საკლასო ოთახში განათლებას, ამის მეშვეობით ისინი იძენენ გამოცდილებას, სწავლობენ გარე სივრცეში განხორციელებულ აქტივობებზე, ხოლო შემდეგ იაზრებენ და აკავშირებენ მიღებულ გამოცდილებასკრიტიკული დისკუსიის, რეფლექსიით და თეორიის შექმნით საკლასო ოთახში.

ლოქდაუნმა გამოიწვია უფრო დიდი სენსორული შეზღუდვები, ვიდრე ჩვენ მანამდე მიჩვეული ვიყავით. ბევრი მოსწავლე თვეობით ვერ ხვდებოდა საკლასო ოთახში! ვიზიტებს ისტორიულ ადგილებში, ინდუსტრიულ და გეოგრაფიულ ობიექტებზე შეუძლიათ მოიტანონ მდიდარი და მასტიმულირებელი გამოცდილება - რაც მოიცავს შეხებას, მხედველობას და სმენას  - და ეს შეიძლება დაეხმაროს სტუდენტებს გააცოცხლონ სწავლის მიმართ ინტერესი. სწორი დაგეგმვით გარე სივრცეში სწავლება შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო, ვიდრე საკლასო ოთახში, რადგან მინდვრები და ტყეები გაცილებით უკეთესად ნიავდება! მობილურ სწავლებასთან შერწყმის მეშვეობით გარე სივრცეში სწავლება სულაც არ უნდა იყოს მოწყვეტილი საკლასო ოთახში სწავლებას! სხვადასხვა ადგილებში მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ მობილურით დაკავშირებული ერთმანეთთან ჰიბრიდული სასწავლო ექსკურსიების ჩასატარებლად.

აღმოჩნდა, რომ პანდემიური ჩაკეტვებმა და დისტანციურმა განათლებამ არა მარტო სინქრონული გაკვეთილების ზუმ მობეზრების სინდრომი გამოიწვია, არამედ უბიძგა პრაქტიკოსებს გარე სივრცეში საგანმანათლებლო აქტივობის უკეთ გააზრებისკენ.

კიდევ ერთი მეთოდიკა, რომელიც დაკავშირებულია გარე სივრცეში სწავლებასთან არის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (Problem Based Learning) კვესტის, აღმოჩენის თუ გამოკვლევის ფორმით. დავალებების ჩვეულებრივი ნაკრები შეიძლება გარდაიქმნას აღმომჩენ მისიად, ნახევრად-სტრუქტურირებული აქტივობებით მობილური მოწყობილობების გამოყენებით. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ შენობების გეომეტრია საკუთარ ქალაქებში ან გაზომონ უბანში ნაკვეთების ფართობი თუ გარე სივრცეების მოცულობა. კლასის მიღმასწავლება გვთავაზობს საგანთაშორისი და ინტეგრირებული სწავლების ბევრ შესაძლებლობას. ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია ეძებოს სხვადასხვა ცხოველის კვალი ტყეებში ან მოაგროვოს მცენარეები და შემდგომ მოახდინოს მათი იდენტიფიცირება მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

გარე სივრცეში სწავლება საკმაოდ ხშირად გამოიყენება ფენომენებზე დაფუძნებულ სწავლებაშიც. ფინურ სკოლებში ყველა მოსწავლე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიიღოს ფენომენებზე დაფუძნებული სწავლის ერთ მულტიდისციპლინურ მოდულში. ფენომენებზე დაფუძნებული სწავლება მხარს უჭერს სწავლების მიმართ ჰოლისტიურ მიდგომას და ხელს უწყობს თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რომლებიც კრიტიკულია 21-ე საუკუნის სამუშაო ადგილისათვის.

პანდემიის დროს, როცა მოძრაობა შეზღუდულია, გარე სივრცეში აქტივობა შეიძლება განხორციელდეს სკოლის ეზოშიც. კლასის გარეთ სწავლება სთავაზობს მოსწავლეებს სივრცეს თანამშრომლობის, ლიდერობის და კომუნიკაციის ასევე სხვადასხვა გარემოსთან თუ კონტექსტთან ადაპტაციის უნარების განსავითარებლად.

სასწავლო ექსკურსიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სოციალური მეცნიერებებს, მეწარმეობას და პროფესიულ განათლებასაც. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიკვლიონ საგზაო მოძრაობა, ინდუსტრიული განვითარება, განსახლება, საცალო ვაჭრობა, დასვენების ადგილები და სხვ. მობილური მოწყობილობები დაეხმარებათ მათ დაგეგმვაში, კომუნიკაციაში, მონაცემთა რეგისტრაციაში, ანალიზში, რუკაზე დატანაში და ჩაწერაში.

პოპულარულ კვესტები და თამაშები აფართოებენ გარე სივრცეში სწავლების საზღვრებს და შეიძლება ჩაითვალონ არაფორმალური განათლების ნაწილად. სხვადასხვა განტოლების ამოხსნა მიღებული მინიშნებების დადგენით, მაგ. კოორდინატების, და შემდეგ დამატებითი რეალობის (Augmented Reality) ობიექტების პოვნა დადგენილ ლოკაციებზე ასევე შეიძლება იქცეს კარგად ორგანიზებული შერეული სწავლების აქტივობის ნაწილად.

ჩემი კოლეგა მიმოზა ანასტოცკა იანკულოვსკა წერს გეიმიფიკაციასა და თამაშებზე განათლებაში. მე ასევე გადავიტანდი გეიმიფიკაციის მიდგომებს გარე სივრცეში სწავლებაზე და ამით მას კიდევ უფრო სახალისოს გავხდიდი. ასევე კარგი იქნებოდა ციფრული და ფიზიკური აქტივობების შერევა გარე სასწავლო თამაშებში უფრო ჩაღრმავებული საგანმანათლებლო გამოცდილების მისაღებად. მეტი გამოყენების პოტენციალი გააჩნია თანამედროვე გარე ელექტრონულ სათამაშო მოედნებსაც, უნარების განსავითარებლად ან სწავლებისთვის ახალი ჩარჩო-გარემოს შესაქმენელად. სკოლის რობოტიქსისა ან ინჟინერიის კლუბს შეუძლია მიიღოს გამოწვევა და შექმნას ასეთი „ჭკვიანი“ დაფა ან იატაკი სკოლის ეზოში გამოსაყენებლად.

ფოტო WIZEFLOOR

პანდემიის შემდეგ ვფიქრობ ჩვენ გაცილებით მეტად დავაფასებთ გარე სივრცეში სწავლებას. გთავაზობთ შეიქმნა მასწავლებელთა გადამზადების მეტი კურსი კლასის მიღმა სწავლების მხარდასაჭერად, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჩემი კოლეგის მიერ შექმნილი.

თქვენ გაქვთ გარე სივრცეში სწავლების გამოცდილება?

მოგიხერხებიათ გარე სივრცეში და საკლასო ოთახში სწავლების ინტეგრირება?

გთხოვთ, გააკეთოთ ამაზე კომენტარი.

Be the first one to comment


Please log in or sign up to comment.