განათლებაში ინოვაციების შესახებ საუბარი ფრიად ტრენდული თემაა - განსაკუთრებით პოლიტიკის შემქმნელებში, ჟურნალისტებში და აკადემიურ სექტორში. მასწავლებლები ალბათ ნაკლებიენთუზიაზმით არიან განწყობილი. Google-ის ძიების ტენდეციების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინოვაცია + სასწავლო გეგმა, + განათლების მენეჯმენტი ან + განათლება საკმაოდ პოპულარული საძიებოფრაზებია, ხოლო განათლების ინოვაცია აღწევს ყველაზე პოპულარული საძიებო ფრაზების 30-40%, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს:

საიდან მოდის ასეთი ინტერესი ინოვაციის მიმართ? და სად მივყავართ?
ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება. მიმდინარე მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, ექსპერტების თანახმად, ახდენს ბიზნესის ტრანსფორმირებას და ასევემივყავართ ძირეულ ცვლილებებამდე ჩვენს გარემოსა და ჩვევებში. ამის საპირისპიროდ, ინოვაციის და განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების შემოღება განათლებაში ხშირად უფრო რეაქტიული, ცუდად დაგეგმილი და წინააღმდეგობის აღმძვრელი პროცესია. მაშ ალბათ ამიტომაცაა ამდენი საუბარი ინოვაციებზე განათლებაში - მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტექნოლოგიების გავრცელება ჩამორჩება მათ სწრაფ ინტეგრაციას სამუშაო ადგილებსა და სოციალურ ცხოვრებაში.
ზოგი მკვლევარი, OECD ს ანგარიშის თანახმად, ამტკიცებს, რომ ფორმალური განათლების სისტემები ბუნებრივად კონსერვატორული და ცვლილების მიმართ რეზისტენტულია. ინერგება თუ არა ტექნოლოგიები განათლებაში და რომელი ტექნოლოგიები აღწევს წარმატებას, მეტწილადდამოკიდებულია ხოლმე უფრო ფართო პოლიტიკურ დღის წესრიგზე და განათლების ბიუჯეტების მდგომარეობაზე. სხვა საკვანძო ფაქტორებია განათლების გრძელვადიანი ხედვის არსებობა, ზოგიერთი შორსმჭვრეტელი ლიდერის გავლენა პოლიტიკის ან სკოლების დონეზე, და ასევე განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური შესაძლებლობები. ექსპერტები და მკვლევარებიც შეიძლება იყონ გავლენიანი, განსაკუთრებით თუ ისინი ქომაგობენ კონკრეტულ ტექნოლოგიებს და უკავშირებენ მათ საგანმანათლებლო აზროვნებას (მაგ.: პირდაპირ უკავშირებენ ბლუმის ტაქსონომიას ტვინის უბნებს). რაღა თქმა უნდა, არ უნდა დავაკნინოთ მარკეტინგული ძალაც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ისეთი გიგანტებისა, როგორიცაა Microsoft და Google.
ამასთან, არა მხოლოდ მთლიანად განათლების სფეროა ნელი ინოვაციების დანერგვაში - განსხვავებები არსებობს განათლების სხვადასხვა სექტორს შორის. ზოგადი ან აკადემიური განათლების შემთხვევაში, ტექნოლოგიური ინოვაცია ფართოდ დაინერგა მართვისა და ადმინისტრაციის სისტემებში, ასევე კოვიდ-19 პანდემიის დროს საგანმანათლებლო სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, - რასაც შეიძლება ვუწოდოთ საგანგებო დისტანციური სწავლება. შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა დიდწილად დანერგეს სტანდარტული კომერციული სისტემები, რომლებიც გამოსადეგია ფართომასშტაბიანი სწრაფი ამოქმედებისათვის. სწავლა-სწავლების დონეზე ეს ძირითადად ნიშნავდა ფოკუსს სტანდარტულ მოდულებზე, საბაზო ციფრულ კომპეტენციებსა და ტრადიციულ (მაგრამ დისტანციურ) საკლასო ოთახში სწავლებაზე. მეორე მხრივ, პროფესიული განათლების სექტორში კონკრეტული ინდუსტრიების გავლენა უფრო ძლიერია, შესაბამისად, ზოგიერთ დარგებში შეინიშნებოდა სპეციფიური ტექნოლოგიების ექსტენსიური გავრცელება წლების მანძილზე, ხოლო სხვა დარგებში მხოლოდ მცირედი „გაციფრულება“.
მაგრამ რატომ უნდა გვაღელვებდეს, თუ ტექნოლოგიური ინოვაციების ტემპი განსხვავებულია ზოგად და პროფესიულ განათლებაში? ბოლოსდაბოლოს, განათლების დეცენტრალიზაცია განვითარებული ქვეყნებში მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ტექნოლოგიების მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დელეგირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საბჭოებსა და მასწავლებლებზე. მაგრამ არაა ნათელი, უნდა დაინერგოს თუ არა ინოვაციები მსგავსი ტემპით და მსგავსი მეთოდებით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა ინდუსტრიებში და განათლების სხვადასხვა სექტორში.
თუმცა, მე მჯერა, რომ ინოვაციის შესახებ ცოდნის გავრცელება და შეფასება დემოკრატიული კულტურის არსებითი ნაწილია და ეს წარმოადგენს კარგი გამოცდილების შექმნის და გამრავლების საფუძველს. თეორიული ცოდნა, გადამზადება და პროფესიული გამოცდილება არაა საკმარისი მასწავლებლისათვის, რომ პოტენციური ინოვაციის შესახებ გათვითცნობიერებული იყოს, თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ შეძლოს ექსპერიმენტირება და სიახლის შექმნა. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შანსი გაიგონ სხვაგან დანერგილი ინოვაციების შესახებ, მათ უნდა შეეძლოთ ინოვაციების კრიტიკული განხილვა კოლეგებთან და თუ გადაწყვეტენ, - გაერთიანება ინოვაციების შექმნისა და ადაპტირებისათვის იმისთვის, რომ გახადონ ისინი მორგებული საკუთარი სწავლებასა და მოსწავლეებზე.
ეს კი სწორედ ისაა, რისთვისაცაა ჩაფიქრებული ჩვენი პლატფორმა, ინოვაციური მასწავლებლების თანამეგობრობა. მე მჯერა, რომ თანამეგობრობა განსაკუთრებით უნდა უჭერდეს მხარს დიალოგს პროფესიულ და აკადემიურ სექტორს შორის ისე, რომ მათ შეეძლოთ ისწავლონ ორივე სექტორის ინოვაციებიდან. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ რამდენიმე მაგალითი.
ერთერთი სფერო, სადაც არსებობს პოტენციალი ინოვაციების შესწავლისა და გაზიარებისთვის არის სამეწარმეო განათლება. მეწარმეობის კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოში (EntreComp) განსაზღვრული კომპეტენციები ხელდახელ მიყვება ციფრული კომპეტენციების ევროპული ჩარჩოს (DigComp) კომპეტენციებს.
მეწარმეობა და ციფრული კომპეტენციები ერთიანდებიან შესაძლებლობების იდენტიფიცირების შესწავლაში და ორგანიზაციებსა თუ ბაზრებში ციფრული ინოვაციის მეთოდების დაუფლებაში. სამეწარმეო პროგრამები და მოდულები კარგადაა ჩამოყალიბებული პროფესიულ და ბიზნეს სკოლებში, მაგრამ ნათელია, რომ ისინი შესაძლოა რელევანტური იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მოსწავლეებისთვის, როგორც მათი ციფრული და ძირითადი უნარების განვითარების შესაძლებლობამათ სამეწარმეო კომპეტენციებთან ერთად.
კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც გარკვეულწილად ვითარდება პროფესიულ განათლებაში, მაგრამ ზოგად განათლებაში ჯერ მცირე ინტერესით სარგებლობს არის 3D პროტოტოპირება და ბეჭდვა (მაგალითად, საქართველოს ბევრ პროფესიულ სასწავლებლებში მოქმედებს საწარმოო ლაბორატორიები, ე.წ. FabLab-ები, რომლებიც აღჭურვილია 3D პრინტერებითაც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იშვიათობაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში). ამ ტექნოლოგიამ დიდწილად გააადვილა და გააიაფა მოდელებისა და არტეფაქტების შექმნა, რომლებიც შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროექტის შემადგენელია. მოწყობილობების ფასმა დაიკლო, ადვილად იძებნება პროგრამული უზრუნველყოფა და ენთუზიასტების ქსელები, რომლებიც ათასებს ითვლის. ობიექტების დაპროექტება და შექმნა მშვენიერი გზაა მოსწავლეების ძირითადი კომპეტენციების განსავითარებლად და სასწავლო პროცესში ჩართულობის გასაზრდელად. ე.წ. მეიქერობა (ინგლისურად Maker - შემქმნელი, მწარმოებელი) და 3D მოდელირება მზარს უჭერს კონსტრუქტივისტულ მიდგომებს და ახალისებს შემოქმედებითობას, ინოვაციას, თანამშრომლობას, პრობლემების გადაწყვეტას და აღმოჩენებს. 3D პროტოტიპიტება და ბეჭდვა ასევე სარგებლობენ მზარდი მხარდაჭერით პრესტიჟული ორგანიზაციებისგან, როგორიცაა MIT მედია ლაბორატორია და პოპულარული არდუინოს მიკროპროცესორი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მთავარი ტესტია - მუშაობს თუ არა ეს რეალურ მოსწავლეებთან?
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რესურსები, კვლევები, ინსტრუმენტები, მაგალითები და დაკვალიანება MakerEd პლატფორმაზე. სასარგებლო მასალები, გაკვეთილის გეგმები და გზამკვლევები ასევე ხელმისაწვდომია პოპულარული Makerbot-ის განათლების სექციაში.
მესამე თემა, რომელსაც მინდა შევეხო არის ციფრული სიმულაციები. სიმულაციებში ჩანერგილია ინტერაქტიულობა, რომელიც როგორც ნაჩვენებია არა მარტო ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, მარამედ ასევე გვთავაზობს გზას რეალური სამყაროს პრობლემების დასაკავშირებლად სწავლასთან და ამ გზით მოსწავლეთა სასწავლო გამოცდილების გაფართოებას. სიმულაციებს შეუძლიათ შეამცირონ მოწყობილობების და სახარჯი მასალები ხარჯები, შეარბილონ ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მხარი დაუჭირონ დიფერენცირებას და პერსონალიზებულ სწავლებას და ასევე ხელი შეუწყონ განმავითარებელ შეფასებას. სიმულაციების განვითარება და გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია პროფესიულ და ტექნიკურ განათლებაში - ხშირად სასწავლებლები და უნივერსიტეტები უბრალოდ მიყვებიან დამკვიდრებული ინდუსტრიული ტრენინგის პრაქტიკას. ინსტრუქტორებსა და მასწავლებლებს აქვთ სიმულაციების მეშვეობით საუკეთესოდ სწავლების გამოცდილება, მაშინ როცა დეველოპერებს აქვთ სიმულაციების დაპროექტების და დაპროგრამების ცოდნა. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს ბევრი შესაძლებლობა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის იმ პირობით, თუ არსებობენ ინოვაციური მასწავლებლები და დეველოპერები, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა. უამრავ კომერციულ პროდუქტთან ერთად უკვე არსებობს ზოგიერთი შესანიშნავი ვებგვერდი და პროგრამა, რომლებიც მოიცავს ასობით სიმულაციას: მაგ.: Phet ინტერაქტიული სიმულაციები ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, დედამიწის მეცნიერებებსა და ბიოლოგიაში. GeoGebra - მათემატიკის სწავლებისთვის და სწავლისთვის. Molecular Workbench საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისთვის. თუმცაღა, კარგი ვებგვერდი არასოდესაა ისეთი კარგი, როგორც დიალოგში შემოსვლა.
ან იქნებ მეწარმეობის განათლება არ ღირს დახარჯულ დროდ? ეს ყველასთვის არაა და ყველა არ უნდა გახდეს მეწარმე. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.
ან იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ მოდელირება და 3D პროტოტირება მალე გახდება მოსაწყენი და ძნელი იქნება მოსწავლეებში ინტერესის შენარჩუნება? თუ შეიძლება დააკომენტარეთ.
და იქნებ სიმულაციები მალე მოძველდება ტექნოლოგიების სწრაფ პროგრესთან ერთად? რისი გაკეთება შეიძლება მათი ადეკვატურობის შესანარჩუნებლად? გაგვიზიარეთ კომენტარები.
რა სხვა სფეროები არსებობს, რომლებიც მოიცავენ პოტენციალს ზოგადი და პროფესიული განათლების სექტორებს შორის ინოვაციების შემავსებლობისთვის? მივესალმებით თქვენს მოსაზრებებს.
საინტერესოა, მადლობა!
Please log in or sign up to comment.